17:45 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 10:40:41, 2104 ნახვა

სამართალი
ამბროლაურში შველზე ნადირობის მორიგი ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შველზე ნადირობის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ლიხეთში, მოქალაქე ბუხუტი მეტრეველმა შველი დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით მოკლა.

მის გარდა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ სამი მოქალაქე - კარლო ლობჯანიძე, სოსო ფოჩხიძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭის თანამშრომელი გიორგი ტოროშელიძე.

„ბრაკონიერი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა უარყოფს, რომ ხსენებული სამი მოქალაქე მასთან ერთად ნადირობდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სამი არარეგისტრირებული და ერთი სხვის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი.

გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics