|
2017-02-12 12:35:37, 2132 ნახვა
სამართალი
იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის უზენაეს სასამართლოს ეწვია, სადაც მას თავმჯდომარე რამიზ რზაევმა უმასპინძლა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და მისი ფუნქციონირების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა და სასამართლოს თავმჯდომარემ ორ ქვეყანაში სასამართლოს სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს; კერძოდ, საუბარი შეეხო სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემას, მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობას, ასევე, ანტინარკოტიკულ პოლიტიკას და სხვ. იუსტიციის მინისტრის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანში 10 თებერვალს დაიწყო. თეა წულუკიანი ბაქოში აზერბაიჯანელი კოლეგის მიწვევით ჩავიდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრთან, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებთან, არასამთავრობო სექტორთან. მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის, ხსოვნას. (NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)