|
2017-02-10 14:08:10, 2762 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი: დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის ფონზე, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება არარეალურია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის ფონზე, უვიზო მიმოსვლის დაწესება არარეალურია, - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც ლვაროვმა აღნიშნა, საქართველომ უვიზო მიმოსვლა ბევრი ქვეყნისთვის, ცალმხრივ რეჟიმში დააწესა, თუმცა მისივე შეფასებიტ ის მხოლოდ ტურისტების მოზიდვის მიზნით გაკეთდა. "საქართველომ გააუქმა ვიზები არამხოლოდ რუსებისთვის, არამედ კიდევ დაახლოებით 100 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამასთან, უმეტესწილად ეს ცალმხრივად მოხდა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა იმ ქვეყნების მხრიდან, რომლების ტურისტების მოზიდვას ცდილობენ. მაგრამ თანამედროვე სამყაროში, სადაც ტერორისტული და სხვა საფრთხეები სრაფად იზრდება, არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს იმიდი იმისა, რომ ავტომატურად ანალოგიურ რეაქციას მიიღებენ. მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქეებმა ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღეს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა, თუმცა, ბრიუსელი მხოლოდ 2012 წელს საქართველოს მოქალაქეებისთის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა და ეს პროცესი მხოლოდ ახლა უახლოვდება დასასრულს. მსგავსი მასშტაბური სამუშაოების ჩატარება რუსეთსა და საქართველოს შორის არარეალურია დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის ფონზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ორმხრივ საფუძველზე, გამორიცხული არ არის. ჩვენ ღია ვრჩებით ამასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივი, ყოველმხრივი გადახედვისთვის. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შემოსვლის წესები. გასულ წელს საქართველოში გაცემული ვიზების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ახლა ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის", - განაცხადა სერგეი ლავროვმა. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო მინისტრმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაბმა მსოფლიოზე პოზიტიური გავლენა უნდა იქონიონ.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)