|
2015-03-31 16:11:43, 451 ნახვა
საზოგადოება
კოტ დ’იუვარის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კოტ დ’იუვარის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაცია სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებს გაეცნო. სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს რეგისტრაციის სისტემის ქართული მოდელი, ქონების რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურები, ელექტრონულ სერვისები, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ერთიანი საკადასტრო სტანდარტების შემუშავების და სააგენტოში მიმდინარე სხვა პროექტები გააცნეს. 17-კაციანი დელეგაცია, რომელშიც მთავრობის წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტებიც შედიან, საჯარო სერვისების რეფორმირებით არის დაინტერესებული. დელეგაცია საქართველოში 29 მარტს ჩამოვიდა. მისი წევრები უკვე ეწვივნენ იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და სხვ... კოტ დ’ივუარის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს 3 აპრილს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)