|
2017-02-09 17:16:14, 950 ნახვა
რეგიონი
აჭარაში მცხოვრებ დევნილებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდებათ
აჭარაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ და სხვა ტიპის ოჯახებს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში 130 მოქალაქისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე პროცედურები უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს. „აჭარის ა.რ. მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 136 საკადასტრო ერთეული უძრავი ქონების გადმოცემის თაობაზე ინიციატივა წარედგინა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უკვე საკუთრებაში გადმოეცა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო იურიდიული პროცედურები, რის მიხედვითაც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს 130 ოჯახისთვის ბინების სიმბოლურ ფასად გადაცემის თაობაზე, ბრძანების პროექტი წარედგინება. ეს ოჯახები 2006 წლიდან სხვადასხვა ობიექტებში საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების გარეშე ცხოვრობენ. ამ ეტაპზე იძულებით გადაადგილებული და სხვა ტიპის ოჯახები მეჯინისწყალის ტერიტორიაზე, ბათუმში ხახულის ქუჩაზე ყოფილი ტექნიკური სკოლის შენობაში, ლეონიძის ქუჩაზე ყოფილი მექანიკური ქარხნის შენობაში, მელიქიშვილის ქუჩაზე ყოფილ საბავშვო ბაღში, ჩაქვის ყოფილ სკოლაში, ქობულეთში ყოფილ მე-7 სკოლაში, ქობულეთის სასაზღვრო ბაღში, ქობულეთის ყოფილი სანიტარული ეპიდემიის სადგურის შენობაში ცხოვრობენ“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)