03:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 12:13:53, 1225 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძე ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მესამე სექტორთან კონსულტაციებს გადის

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მესამე სექტორის წარმოამდგენლებს  ხვდება. შეხვედრაზე მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში ახალი სააგენტო იქმნება. მოსმენების ე.წ. გასაღები სწორედ ამ სააგენტოს ხელში იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ირღვევა, რომლის მიხედვითაც გასაღები არ უნდა ჰქონდეს ორგანოს, რომელსაც საგამოძიებო ფუნქცია აქვს.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე არიან.

უწყების შექმნა 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა საჭირო. სასამართლომ ფარული მიყურადების განხორციელების საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics