|
2017-02-08 16:04:02, 883 ნახვა
რეგიონი
ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში ქართული ენის შემსწავლელი ოთხთვიანი კურსი დაიწყო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში ქართული ენის შემსწავლელი ოთხთვიანი კურსი დაიწყო. სასწავლო კურსს ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უძღვება. ქართული ენის შესწავლის კურსების მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მომუშავე საჯარო მოხელეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაცია; ამავე კურსის მიზანია ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სახელმწიფო ენის სწავლება. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტის მიხედვით ხორციელდება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურვილი აქვს, შეისწავლოს ქართული ენა, ან გაიღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით. ზ. ჟვანიას სახელობის სკოლა კახეთის რეგიონში, კერძოდ: ახმეტაში, ლაგოდეხსა და თელავში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამით სწავლება ათ რეგიონულ სასწავლო ცენტრსა (ლაგოდეხი, ახმეტა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, მარნეული, დმანისი, გარდაბანი, წალკა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო) და მობილურ ჯგუფებში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ქართული ენის შემსწავლელი კურსები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების - ყვარელწყლის (დუისი), სართიჭალის, კაბალისა და ფოკის - საზოგადოებრივ ცენტრებში ადრეც ჩატარდა.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)