|
2017-02-07 14:32:13, 2425 ნახვა
სამართალი
პროკურატურა მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ასაჯაროვებს
პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თავად მოსამართლეთა თანხმობით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს უზენაესი სასამართლოდან შემოსულ მასალას, რომელიც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი, მათ შორის მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. აღნიშნული მასალა განთავსებულია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე: http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1130 მისივე თქმით, მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება დაგამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას. „გამოძიება დაინტერესდა აღნიშნული სატელეფონო ნომრების მფლობელებით, თუმცა ამ ეტაპზე გარკვეულია მხოლოდ ის გარემოება, რომ ეს სატელეფონო ნომრმები რეგისტრირებულია უკრაინაში. აღნიშნული წერილების ავტორების დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედბებეი.მას შემდეგ, რაც დადგინდება წერილობითი მიმართვების, ასევე მოკლე ტექსტური სატელეფონო შეტყობინებების ავტორები, საჯაროდ გავავრცელეთ ინფორმაციას.როცა გახდება გარკვეული პირის დაკითხვის საჭიროება დღის წესრიგში და ჩავთლით საჭიროდ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება საჯაროდ არის სწორი, მიმდინარე საგამოძიებო ინტერესიდან გამომდინარე, ამ ინფრომაციას გავავარცელებთ. გამოძიების პროცესი არის ძალიან დინამიური, ყოველდღიურად შეიძლება ახალ ახალი ვითარება შეიქმნას და დღის წესრიგში დადგეს ახალი საჭიროებები“,-განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)