11:32 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 22:41:10, 898 ნახვა

სამხედრო
ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე აბდულ სენი შარიფის შეხვდა

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე ქაბულის პროვინციის ქარა ბაღის რაიონის გამგებელს, აბდულ სენი შარიფის შეხვდა. მხარეებს შორის შეხვედრა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჯირგაში (ბაზაზე არსებული შეხვედრის ადგილი) გაიმართა.

როგორც თავდაცვის სამინისტროდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, მხარეებმა ოპერაციის რაიონში არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე გამოწვევებსა და საფრთხეებზე. საუბარი ქართული მხარის მიერ განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ჰუმანიტარულ ოპერაციებსაც შეეხო.

შეხვედრის დროს გამგებელმა შარიფმა ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და 32-ე ბატალიონის მეთაურს ქარა ბაღის რაიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მადლობა გადაუხადა. ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქარა ბაღის რაიონის გამგებელს ავღანურ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას და კიდევ უფრო განმტკიცებას დაპირდა.

ორმხრივ შეხვედრას 32-ე ბატალიონის დაგეგმარების ჯგუფი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ავღანეთის ეროვნული არმიის IV ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუსტაფა საიდი დაესწრნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics