|
2017-02-06 13:24:53, 1061 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა 107%-ით გაიზარდა
მაღალმთიან აჭარაში 2016 წელს ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორის თინათინ ზოიძის განცხადებით, სააგებტო 2016 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების შექმნისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. „წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მაჭახელას, ხიხანისა და ქედის ღვინის მარშრუტის მარკირება-განვითარება. ჩვენ აღნიშნულ მარშრუტებზე ორგანიზება გავუწიეთ 18 ინფოტურს, რომლის ფარგლებშიც იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს 300-ზე მეტი ადამიანი გაეცნო. ჩვენ აღნიშნული მარშრუტების გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით ასევე მოვახდინეთ 18 გიდის გადამზადება. მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარება-ათვისების გარეშე შეუძლებელია რეგიონი გავხადოთ მთელი წლის განმავლობაში ტურისტებისთვის მიმზიდველ ტურისტულ ადგილად. ამიტომ ჩვენ მიმდინარე წელსაც, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის ჩვენ ისევ მივიღებთ ტურისტების გაზრდილ რაოდენობას,“ -აღნიშნა თინათინ ზოიძემ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პოპულარულ მარშრუტებზე ვიზიტორების რიცხვი 2015 წელთან შედარებით 107%-ით გაიზარდა, რაც 5513 ვიზიტს გულისხმობს. წლის განმავლობაში მაჭახელას, ხიხანისა და ქედის ტურისტული მარშრუტები ვიზიტორებსა და ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, რაც აისახა საოჯახო-სასტუმრო სახლებში ვიზიტორების რაოდენობაზეც. +99% ვიზიტორების რაოდენობა ქედაში, +113% ვიზიტორების რაოდენობა ხიხაძირში,+244% ვიზიტორების რაოდენობა მაჭახელაში. აღნიშნულ მარშრუტებზე ასევე გაიზარდა საოჯახო-სასტუმრო სახლების რაოდენობაც. 2016 წელს, ტურისტებსა და ვიზიტორებს 20-ზე მეტი სახლი ემსახურებოდა, რაც 33%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. ვიზიტორების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა მაღალმთიან აჭარაში არსებულ მუზეუმებშიც. ჩხუტუნეთის, ქედისა და სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმებს წლის განმავლობაში 13 628 ვიზიტორი სტუმრობდა. საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და მუზუემებში გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა დადებითად აისახა კვების ობიექტებზეც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ არსებული სტატისტიკური მონაცემები საოჯახო-სასტუმრო სახლების, მუზეუმებისა და კვების ობიექტების მეპატრონეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადა. სააგენტო მაღალმთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით 2015 წლის ბოლოდან მუშაობს. (NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)