01:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-04 15:09:26, 1410 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დაზარალებული მოვაჭრეების საპროტესტო აქცია დასრულდა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა აქცია დასრულდა. ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა სოლოლაკი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. მოვაჭრეებთან ერთად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა.

„თუ არჩევნების წინ მოქალაქე ივანიშვილი დარბოდა და ეუბნებოდა, ხმა მოგვეციო, ახლა რატომ იმალება, რატომ არის დამალული გადარგული ხეების უკან,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

დაზარალებულო მოვაჭრეები მათი პრობლემების მოგვარებისთვის ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

მოვაჭრეები ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დროულად დათვლას, კომპენსაციების მიღებასა და სესხების გადავადებას ითხოვენ

ცნობისთვის, დღეს ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. ისინი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ მთავრობის ადმინისტრაციიდან არავინ დაკონტაქტებიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics