00:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 15:16:29, 942 ნახვა

საზოგადოება
სემინარზე ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობები განიხილეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება საქართველოში და DCFTA“ მხარდაჭერით გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სემინარზე ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობების სხვადასხვა ასპექტის კვლევის შედეგები განიხილეს.

ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქართული თაფლი არის პირველი ცხოველური პროდუქტი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება.

„ქართული თაფლის ხარისხისა და შესაძლებლობების კვლევის პროცესში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით ექსპერტებთან. დღეს მოვისმინეთ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება იმ პოტენციალის ასათვისებლად, რაც ქართულ თაფლს აქვს. უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა ყველა სტანდარტზე, მეწარმეებს მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია, იმისათვის, რომ ქართული თაფლი გახდეს ხარისხიანი, ცნობადი პროდუქტი და  საკუთარი ნიშა დაიკავოს ევროპის ბაზარზე“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

ევროპელმა ექსპერტმა, სტეფან შვარცინგერმა დამსწრე საზოგადოებას ჩატარებული კვლევის შედეგების გააცნო და თაფლის ხარისხის კონტროლის მნიშვნელობაზე და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თაფლის წარმოების ხელშეწყობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპარციისდა ლაბორატორიული მომსახურების სისტემის სრულყოფის მნიშვნელობას.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics