|
2017-02-02 15:44:02, 1678 ნახვა
კომენტარი
კილაძე ვიზალიბერალიზაციაზე: ეს ჩვენს მოსახლეობას ძალიან ფართო გზას გაუხსნის
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ მოსახლეობას ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერა მიულოცა. როგორც კილაძემ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია მოსახლეობას ძალიან ფართო გზას გაუხსნის. “გილოცავთ და ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო საქართველოს საზოგადოებას იმიტომ, რომ ეს იყო მათი ძალიან დიდი სურვილი, ძალიან დიდი მიზანი, რომ ჩვენ დღეს ვყოფილიყავით ამ გადაწყვეტილების მომსწრე. ეს ჩვენს მოსახლეობას გაუხსნის ძალიან ფართო გზას, როგორც ადამიანური ურთიერთობებისთვის ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპაში სწავლის სურვილის მქონე ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა კილაძემ. მისივე თქმით, პროცედურული ნაბიჯები გაზაფხულისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)