|
2015-03-31 11:03:08, 504 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში მოსახლეობას ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა გააცნეს
გარემოს დაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას „ეს მარტივია-იზრუნე გარემოზე!“ განაგრძობს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნარჩენების კოდექსის ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო აქცია ამჯერად ქალაქ ბათუმში გაიმართა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ჩიხლაძემ, დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა მოსახლეობას გააცნო. ზვიად ჩიხლაძემ საინფორმაციო ფლაერები დაარიგა, სადაც გარდა ჯარიმების ოდენობისა მითითებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელი ხაზი 153. მოქალაქეებს საშუალება აქვთ გარემოს დანაგვიანების ფაქტის დაფიქსირებისას ცხელ ხაზზე შეტყობინება დატოვონ, რაზეც დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ჯგუფი დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს. ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ძალაში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შევიდა. ჯარიმების ოდენობა 80-დან 5000 ლარამდე მერყეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)