22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 18:52:38, 1409 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრი ამოქმედდა

პირველად საქართველოს საზღვაო ისტორიაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრი შეიქმნა. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და  სერვისების განვითარების სააგენტოს ერთობლივი  თანამშრომლობით 2017 წლის 1 თებერვალს ამოქმედდა.

აღნიშნული ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის დანერგვით მივიღებთ სრულიად ახალი ტიპის, საერთაშორისო დონის გემების სახელმწიფო რეესტრს, რომლის საშუალებითაც საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც გემების ავტომატიზირებული ელექტრონული რეესტრი ექნება

რეესტრის მეშვეობით:

ხელმისაწვდომი გახდება  ელექტრონულ ფორმატში ინფორმაციის მოპოვება სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულ ყველა გემზე;

 გამარტივდება და დაიხვეწება გემთმფლობელთა რეესტრის წარმოება;

დაინერგებაელექტრონული სარეგისტრაციო მოწმობები, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვებ-გვერდიდან გემზე საქართველოს სახელმწიფოს სახელით გაცემული მოწმობების დამოწმება (ონლაინ ვერიფიკაცია) მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, რაც შეამცირებს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ინსპექტირების დროს და შექმნის გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველ ეფექტურ მექანიზმებს (www.mta.gov.ge);

საქართველოს საზღვაო დროშა საერთაშორისო დონეზე გახდება უფრო კონკურენტუნარიანი;

სააგენტოს მიერ აღიარებულ აგენტებ შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ უცხო ქვეყნის გემების პირველადი (დროებითი) რეგისტრაციის მოწმობების გაცემა მსოფლიოს ნებისმიერი წეტილიდან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics