22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 13:35:12, 985 ნახვა

საზოგადოება
ვითიბი ბანკის ფილიალში ვიდეობანკით სარგებლობა გახდა შესაძლებელი

ვითიბი ბანკი აგრძელებს მაღალტექნოლოგიური მომსახურების განვითარებას.  დღეიდან ვიდეობანკით სარგებლობა ვითიბის ცენტრალური ფილიალში, გახდა შესაძლებელი.

ფილიალში არსებული სპეციალური სივრციდან კლიენტს შეუძლია, დისტანციურად, ვიდეოზარის გამოყენებით დაუკავშირდეს ბანკის თანამშრომელს და შეასრულოს ნებისმიერი  უნაღდო საბანკო ოპერაცია. ვიდეო ბანკით შესაძლებელია საკუთარი ანგარიშების  მართვა,  გადარიცხვები, საკრედიტო განაცხადის შევსება, ამომწურავი ინფორმაციის მიღება სესხებზე და დეპოზიტებზე,  კომუნალური გადასახადების დაფარვა და სხვა საბანკო ოპერაციების წარმოება.

ვითიბიმ საქართველოში პირველმა დანერგა ვიდეობანკის მომსახურება. კლიენტებს, რომლებიც უკვე არიან ვითიბის ინტერნეტ ბანკის მომხმარებლები,  შეუძლიათ გადმოწერონ სპეციალურად ანდროიდის და IOS სისტემის სმართფონებისთვის შექმნილი უფასო აპლიკაცია - Video Bank ან ეწვიონ ვებ გვერდს www.videobank.ge და მიიღონ საბანკო მომსახურება ბანკის თანამშრომელთან ვიდეო ზარით დაკავშირებისას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics