22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 13:15:32, 1049 ნახვა

საზოგადოება
დავით გელაშვილი: „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში შესვლა სახიფათოა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ფრაგმენტებად ჩამოშლის საფრთხე არსებობს და იქ შესვლა ძალიან სახიფათოა.

როგორც გელაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის შენობაში შესვლა აკრძალულია. 

„შენობაში შესვლა სახიფათოა, ის უსაფრთხო არ არის. შესაძლებელია შენობა ნებისმიერ დროს ფრაგმენტებად ჩამოიშალოს. ჩვენი სამსახურის კატეგორიული გაფრთხილებაა, რომ ამ ეტაპისთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით, შეუძლებელია, შენობაში ვინმე შევიდეს“, - განაცხადა გელაშვილმა.

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მონაჭრეების ის ნაწილი, რომელთაც მატერიალური ღირებულების საქონელი დახლებზე ჰქონდათ განთავსებული, დილიდან შენობასთან არიან შეკრებილი. 

ვერცხლისა და მინანქრის ნაკეთობებზე მოვაჭრეები შენობაში შესვლასა და საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვენ.

ცნობისთვის, შენობაში გაჩენილი ხანძრის სრულად ლოკალიზებას დღეისთვის ვარაუდობენ. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 70-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics