09:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 14:42:37, 1762 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
„ალდაგი“: კომპანიაში მხოლოდ შენობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების ქონება

დასაზღვევო კომპანია "ალდაგის" ქონებრივი ზარალის მართვის დეპარტამენტის დირექტორის ვახტანგ ებიტასილის განცხადებით, კომპანიაში მხოლოდ "ბავშვთა სამყაროს" შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების ქონება.

როგორც ებიტაშვილმა აღნიშნა, კომპანიის ჯგუფი ინფორმაციით მირებისთანავე ზარალის რეგულირების პროცესშია ჩართული.

"ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. ამ ეტაპზე შენობის შიგნით შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზების და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად. ჩვენი მხრიდან უმოკლეს დროში მოხდება მოცემული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება“, - განაცხადა ებიტაშვილმა. ზიანის ოდენობა გვეცოდინება ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს ასევე შენობის გარემონტებას მისი აღდგენის შემთხვევაში, ხოლო თუ შენობა ავარიული გახდა და მისი აღდგენა ფიზიკურად შეუძლებელია, ბუნებრივია, სრულ ზიანზე იქნება საუბარი“, - განაცხადა ებიტაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც "ექსპრესნიუსს" კომპანია "ალდაგში" განუცხადეს სავაჭრო ცენტრის შენობა 6 მილიონ ლარად არის დაზღვეული.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა სამყაროს“ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი დილის 3 საათზე ჯერ საბითუმო ბაზრობაზე გაჩნდა, შემდეგ კი, შენობაზე გავრცელდა.  ხანძრის შედეგად შენობა სრულად დაიწვა. დაზარალებულია ათეულობით მოვაჭრე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics