|
2017-01-27 18:38:46, 2737 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის მრჩეველმა მედია საშუალებებს მოუწოდა, „ხმა გაიკმინდონ“
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარმა სტრატეგიულმა მრჩეველმა სტივენ ბენონმა ქვეყანაში არსებულ ძირითად მედია საშუალებებს „ოპოზიციური პარტიები“ უწოდა და მოუწოდა „ენა გაიკმინდონ“. New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბენონმა აღნიშნა, რომ მედია საშუალებებმა „სირცხვილი ჭამეს“ როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპის გამარჯვება ვერ იწინასწარმეტყველეს და მხარს დემოკრატ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს უჭერდნენ. „მედია საშუალებები სირცხვილსა და დამცირებას უნდა გრძნობდნენ. ასევე "ენა გაიკმინდონ" და უბრალოდ სხვებს მოუსმინონ. ჩვენთან მედია - ოპოზიციური პარტიაა. არა დემოკრატიული პარტიაა. მათ ამ ქვეყნის არ ესმით და დღემდე ვერ ხვდებიან, თუ რატომ გახდა დონალდ ტრამპი პრეზიდენტი“, - განაცხადა ბენონმა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს 62 წლის სტივენ ბენონი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. 2016 წლის ნოემბერში ის მთავარ მრჩეველად დაინიშნა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)