|
2015-03-30 14:11:18, 500 ნახვა
საზოგადოება
9 ეკომიგრანტ ოჯახს აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 13 500 ლარი გამოეყოფა
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე განიხილეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, რეგიონალური განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის 2014 წლის თებერვალში გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საცხოვრებელი სახლები შეესყიდათ 9 ეკომიგრანტ ოჯახს (შუახევის მუნიციპალიტეტიდან 1 ოჯახი, ხულოს მუნიციპალიტეტიდან 8 ოჯახი). საგრანტო ხელშეკრულების IV – მუხლის ,,ბ“- ქვეპუნქტი ითვალისწინებს ბენეფიციართა განსახლებისათვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას. კომისიამ მიიღო სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება, პროექტით დაკმაყოფილებული ოჯახების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, თითოეულ ბენეფიციარ ოჯახს გამოეყოს 1 500 ლარი. სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია უახლოეს დღეებში დასამტკიცებლად წარედგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)