|
2017-01-27 11:49:40, 884 ნახვა
რეგიონი
მუნიციპალიტეტებს 47 ეკომიგრანტი ოჯახის მონაცემები გადაეგზავნება
ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მიზნით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული 47 ოჯახის მონაცემები ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების გამგეობებს გადაეგზავნება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის წევრებმა გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღეს. აღნიშნული ოჯახები ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში არიან რეგისტრირებულნი. კომისიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებს, მათი პროგრამაში ჩართვის მიზნით ეთხოვებათ შუამდგომლობის აღძვრა ან არგუმენტირებული უარის წარმოდგენა. 2017 წლის პროგრამის ფარგლებში 12-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი უკვე შეიძინა. პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. ცნობისთვის, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, რომლის ფარგლებში გასულ წელს უსაფრთხო საცხოვრისი შეეძინა 96 ეკომიგრანტ ოჯახს. ასევე, 2016 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება გაეწია სტიქიის შედეგად დაზრალებულ 61 ოჯახს, 698 050 ლარის ოდენობით. 9 ოჯახი კი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. პროგრამა დეტალურად იხილეთ: http://adjara.gov.ge/uploads/Docs/27dbad43c74f44508563a848beae.pdf
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)