|
2017-01-26 17:17:08, 822 ნახვა
რეგიონი
ტურისტულ სააგენტოებსა და სასტუმროებს მასტერკლასი ჩაუტარდათ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განთავასების ობიექტებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს მასტერკლასი ჩაუტარდათ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმანეტის ინფორმაციით, ბელარუსული საერთაშორისო ტურისტული კომპანიის „ინჯეოტურის” დამფუძნებელმა ეკატერინა ნიკოლაევამ თავისი გამოცდილება ქართველ კოლეგებსა და პოტენციურ პარტნიორებს დღეს გაუზიარა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე საათიანი მასტერკლასისას მან განთავსების ობიექტებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება სასტუმროებისა და სააგენტოების მიერ ერთობლივი ტურპაკეტების შექმნის, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და მათი ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობაზე შეჩერდა. „მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. რეგიონში ტურისტების მოზიდვის კუთხით განსაკუთრებით აუცილებელია განთავსების ობიექტებმა და ტურისტულმა სააგენტოებმა ჩვენს პოტენციურ ტურისტებს ერთობლივი ტურისტული პაკეტები შესთავაზონ. ამ მხრივ „ინჯეოტურს“ კარგი გამოცდილება აქვს, რაც დაეხმარება ჩვენს სააგენტოებსა და სასტუმროებს სამომავლო ურთიერთანამშრომლობის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა. ტურისტული კომპანია "ინჯეოტური" ბელარუსის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის "ვენტო ტურის" შვილობილი კომპანიაა. საქართველოში ბელარუსი ტურისტების მოზიდვის მიზნით კომპანია 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)