|
2017-01-25 09:31:28, 2496 ნახვა
პოლიტიკა Lifestyle
კაპანაძე: ყველა ხვდება მთავრობის გარდა, რომ ევა გოცირიძის მოსამართლეობა სირცხვილია
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნა ქვეყნის პრესტიჟისთვის ცუდია. როგორც კაპანაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოს პროცედურების გავლა თავიდან მოუწევს. დეპუტატი იმედოვნებს, რომ პროცედურების გავლის შემდეგ გაცილებით ღირსეული კანდიდატი შეირჩევა. „სტრასბურგმა ქოცმთავრობის მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატების სია ჩააგდო. ანუ, ყველა ხვდება მთავრობის გარდა, რომ ევა გოცირიძის მოსამართლეობა სირცხვილია. ასევე ყველა ხვდება, რომ პროცედურების დაცვა და გამჭვირვალეობა მნიშვნელოვანია. მთავრობა კი ბოლო დღეები ჩვენს მეგობარ ქვეყნებს "ემათხოვრებოდა" გოცირიძეს მხარი დაუჭირეთო. ცუდია ქვეყნის პრესტიჟისთვის, რომ სია ჩავარდა. ძალიან ცუდია. მაგრამ გაცილებით უარესი იქნებოდა ევა გოცირიძეს ამჯერად სტრასბურგში რომ ემტკიცებინა, რომ მაუწყებლისთვის სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვა შესაძლებელია (რუსთავი 2-ის საქმესე სწორედ ამას ამტკიცებდა). ახლა საქართველოს თავიდან მოუწევს ყველა პროცედურის გავლა და, იმედია, ამჯერად გაცილებით ღირსეული კანდიდატი შეირჩევა“, - წერს კაპანაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)