|
2017-01-24 12:17:31, 2613 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ტრანსატლანტიკური პარტნიორობიდან აშშ-ის ოფიციალურად გასვლას ხელი მოაწერა
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტრანსატლანტიკური პარტნიორობიდან აშშ-ის ოფიციალურად გასვლას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება შეასრულა. აღსანიშნავია, ტრანსატლანტიკური პარტნიორობა 12 ქვეყანას შორის სავაჭრო ხელშეკრულებაა, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ტარიფების შემცირებას ითვალისწინებს. "ეს ამერიკისთვის უდიდესი მოვლენაა," - განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც Bloomberg წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა ბრძანებულებებს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის სავაჭრო პარტნიორობის შეთანხმების განხილვას (NAFTA) ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ის აღნიშნულ საკითხს მექსიკისა და კანადის ლიდერებთან განიხილავს. მედიის ცნობით, ტრამპი აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის გადაწერას გეგმავს. მან საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის სავაჭრო შეთანხმებები არაერთხელ გააკრიტიკა. ნოემბერში, მან თბოელექტროსადგურს "ქვეყნისთვის პოტენციური უბედურების მომტანი უწოდა" და პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ ამ გადაწყვეტილებას შეცვლიდა. ცნობისთვის, ტრანსალტანტიკური პარტნიორები აშშ-ის გარდა ასევე არიან ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, კანადა, ჩილე, მექსიკა, პერუ, ვიეტნამი, მალაიზია, ბრუნეი და სინგაპური. პარტნიორობის თაობაზე შეთანხმებას 2015 წლის ოქტომბერში დაახლოებით ხუთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს. ქვეყნები, რომლებმაც შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს, ძირითად სახის საქონელზე თავისუფალი ვაჭრობის უფლება ეძლევათ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)