01:03 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 10:15:42, 2705 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობა მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა მზის ელექტროსადგურის აშენებას აპირებს. ამ საკითხზე ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. პრემიერის შეფასებით, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე მზის ელექტროსადგურის აშენება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება:

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვღებულობთ. ეს არის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოსატანი საკითხი მზის ელექტროსადგურებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყებაზე. ინვესტორი 18 თვის განმავლობაში მოახდენს რვა სხვადასხვა ლოკაციის შესწავლას და მივიღებთ გადაწყვეტილებას მშენებელობის დაწყებაზე. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, რომლისკენაც ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მივდივართ. ასევე მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ქარელის რაიონში საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური გაიხსნა და ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ალტერნატიული ენერგიების ათვისების მიმართულებით და საქართველიოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. ამ მიმართულებით ვივლით“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics