|
2017-01-23 18:17:11, 1018 ნახვა
სხვადასხვა
2016 წელს ჩინეთში 17,86 მილიონი ბავშვი დაიბადა
2016 წელს ჩინეთში 17,86 მილიონი ბავშვი დაიბადა, - ამის შესახებ BBC ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელზე, იან ვენიჩჟუანზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეს 2000 წლის შემდეგ შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მედიის ცნობით, აღნიშნული რეკორდი უფრო გასაოცარია, იქიდან გამომდინარე, რომ რეპროდუქციული უნარის მქონე ქალთა რაოდენობა 5 მილიონი ადამიანით შემცირდა. შედარებისთვის, საშუალო შობადობა 2011-2015 წლებში 1.4 მლნ-ით ნაკლები იყო. ჩინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ "ერთი ოჯახი - ერთი შვილის" პოლიტიკის გაუქმება "ძალიან დროული და ეფექტური"იყო. ჩინეთმა დემოგრაფიული პოლიტიკის შეცვლა 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს გადაწყვიტა. როგორც BBC-ი წერს, მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ოჯახებს 2 შვილის ყოლის უფლება მისცა. ცნობისთვის, პოლიტიკა "ერთი ოჯახი - ერთი შვილი" 1979 წელს მოსახლეობის რაოდენობის შეზღუდვის მიზნით დაინერგა. მათ, ვისაც სურს, რომ ორი შვილი ჰყავდეს, ჯარიმები და სხვა სანქციები უნდა გადაიხადოს. შედეგად, დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. ამჟამად შიშობენ, რომ დასაქმებული ჩინელები ხანდაზმული მოსახლეობის შენახვას ვეღარ შეძლებენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)