|
2015-03-29 15:10:17, 982 ნახვა
სამართალი
ქეთევან დავლიანიძე: უდესიანის ასეთ დამალვას, ბესო ხარძიანის კუბოში წოლა ჯობია
მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის, ოჯახის წევრები მთავრობას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ. განცხადება ოჯახის წევრების სახელით გარდაცვლილის ახლობელმა ქეთევან დავლიანიძემ გააკეთა. "მინდა დღეს მივმართო მთავრობას. უკაცრავად ხალხნო,მაგრამ ამიტომ აგირჩიეთ, რომ "ნაცმოძრაობის" თარეში და ზონდერ ბრიგადები კიდევ გაგრძელებულიყო საქართველოში?! "ქართულ ოცნებას" მივეცით ხმა, ავირჩიერთ დიდი იმედებით. ამას მოველოდით, ხან ვაზაგაშვილი ააფეთქეს, გუშინ ბესო მოკლეს. ბესო ხარძიანის მდგომარეობა, კუბოში წოლა თუ არ ჯობდეს უდესიანის ასეთ დამალვას",-აღნიშნა ქეთევან დავლიანიძემ. ბიზნესმენი ბესო ხარძიანი საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ დაჭრეს. მოგვიანებით იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციებს ფლობდა. ოჯახის წევრები მკვლელობას გიორგი უდესიანს უკავშირებენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)