15:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 09:48:23, 1062 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე 26 იანვრის ჩათვლით არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ

საქართველოს ტერიტორიაზე 26 იანვრის ჩათვლით არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ.

დედაქალაქ თბილისში 23 იანვარს  დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, თუმცა შესაძლებელია მცირე თოვლი, 24 იანვარს კი +4 გრადუს  სითბოსა და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ხოლო 25 იანვარს ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, 26 იანვარს კი იწვიმებს.

დღეს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიაზეც. ხვალ კი ძირითად რაიონებში მცირე თოვლს ვარაუდობენ. თუმცა, გორში  თოვლს დღესაც ელოდებიან, ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 23-24 იანვარს უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ხოლო 25-26 იანვარს წვიმას ელიან.

მაღალმთიან ადგილებში კი 26 იანვრის ჩათვლით უმეტესად ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics