|
2017-01-20 18:18:00, 2696 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან მიმართებაში 100,5%-ით შესრულდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა და საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, სახაზინო სამსახურის უფროსის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულებულია გადაჭარბებით, 100,5%-ით და ნომინალურ გამოსახულებაში 10 მილიარდ 374.0 მილიონი ლარია. მისი თქმით, შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც და ნომინალურ გამოსახულებაში შეადგენს 10 მილიარდ 292,2 მილიონ ლარს, გეგმა შესრულებულია 99,9%-ით. „მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილში და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტი და ვალდებულება. ცალკე უნდა აღინიშნოს დონორების მიერ გამოყოფილი სახსრების ათვისების მაჩვენებლები, რაც გრანტების ნაწილში 120,3%-ით არის შესრულებული, ხოლო დაფინანსების ნაწილში - 100,4%-ით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულმა თანხამ 2016 წლის 31 დეკემბრისთვის 704,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 81,8 მლნ ლარით აღემატება წლის დასაწყისისთვის არსებულ მაჩვენებელს, ხოლო 61,8 მლნ ლარით - ბიუჯეტით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებელს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)