|
2017-01-18 14:30:07, 1044 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ახალ ბულვარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ბათუმის ბულვარის დირექტორთან ეთერ მაჭუტაძესთან ერთად ახალი ბულვარის მთლიან პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოები დაათავლიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალ ბულვარში სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების გასხვლა-გაცელვის, ნიადაგის გაფხვიერების, გაკრეჭა-დაბარვის, ფილაქნების სარეველებისაგან გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად ახალ ბულვარში მიმდინარეობს დაზიანებული ფილების აღდგენა. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება. "ერთი კვირაა რაც ბულვარს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი. ბულვარის ტერიტორიას უკვე დაეტყო მისი ხელი. როგორც ხედავთ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ეთერს. დღეს მეც მომეცა საშუალება პირადად დამერგო რამოდენიმე ხის ნერგი. ვფიქრობ ყველა ბათუმელი ჩაერთვება ამ სასიკეთო პროცესში, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოუაროს ბულვარს და მაქსიმუმი გავაკეთოთ. უკვე არსებობს ახალი ბულვარის განვითარების რამდენიმე საინვესტიციო პროექტი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი პროექტი არ დაიწყება მოსახლეობასთან, ბათუმელებთან შეთანხმების გარეშე", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძემ და რამაზ ბოლქვაძემ მარადმწვანე მაგნოლიისა და მუხის ხის ნერგების დარგვაში მიიღეს მონაწილეობა.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)