|
2015-03-28 10:16:29, 526 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი და პაატა ბურჭულაძე სასჯელაღსრულების N12 დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდნენ
სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ეწვივნენ. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანი მსჯავრდებულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ თაოსნობით მახათის მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარზე ესაუბრა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარუდგინა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პაატა ბურჭულაძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოების ერთობითა და კეთილი ნებით ტაძრის მშენებლობა მალე დასრულდება. შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილი მსჯავრდებულებს პირისპირ გაესაუბრა, მათი პრობლემებით დაინტერესდა და შეკითხვებს უპასუხა. მახათის მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად საგანმანათლებლო ცენტრი, ობოლთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარი და ნარკოლოგიის სარეაბილიტაციო ცენტრი განთავსდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)