|
2017-01-14 15:54:20, 2896 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა პირობა დადო, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უახლოეს მომავალში არ გააუქმებს
ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უახლოეს მომავალში არ გააუქმებს, - ამის შესახებ ტრამპმა ამერიკულ გამოცემა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში სანქციების გაუქმება შესაძლებელია. როგორც ტრამპმა აღნიშნა, სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ ოფიციალური მოსკოვი დაამტკიცებს, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში მისი ჩართულობა მნიშვნელოვანია და აშშ-ს სხვადასხვა მიზნების მიღწევაში დაეხმარება. "თუ ჩვენ ურთიერთობის დარეგულირებას შევძლებთ, თუ რუსეთი ჩვენ ნამდვილად დაგვეხმარება, რატომ უნდა დავაწესოთ საქნქციები, მათ წინააღმდეგ ვინც კარგ საქმეს აკეთებს", - განაცხადა ტრამპმა. იგი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება და ურთიერთობებს დაარეგულირებს. ასევე, ურთიერთობების მოგვარებას ჩინეთთანაც შეძლებს, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში მწვავედ აკრიტიკებდა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. სანქციების გახანგრძლივება ყირიმის ანექსიასა და უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტში რუსეთის ჩართულობას უკავშირდება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)