|
2015-03-27 17:58:28, 1471 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში „ელიტ ელექტრონიქსის“ განახლებული მაღაზია გაიხსნა
ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. #78/88 -ში, „ელიტ ელექტრონიქსის“ განახლებული მაღაზია გაიხსნა. კომპანიამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივ მომხმარებლებს 50%-მდე ფასდაკლება და უამრავი სიახლე შესთავაზა. ასევე, გახსნისას გამოვლინდა სამი იღბლიანი მომხმარებელი რომლებმაც შენაძენი სრულიად უფასოდ მიიღეს. ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირველ 100 მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა „ელიტ ქლაბ ქარდი“ რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი მთელი წლის მანძილზე მუდმივი ფასდაკლებით ისარგებლებს. მაღაზიაში წარმოდგენილია ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი და მსოფლიო ბრენდების ათასზე მეტი დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ასევე მსოფლიო ბრენდების, როგორიცაა ეფლი, ეიჩ თი სი, სონი, ფილიფსი და სხვა მრავალი ბრენდის ოფიციალური პროდუქცია. მოცემულ მაღაზიაში მოქმედებს ყველა ის აქცია, რომელიც მიმდინარეობს კომპანიის მთელ ქსელში, 0%-იანი განვადებების ჩათვლით და მომხმარებელს საშუალება აქვს ნებისმიერ მისთვის სასურველ ბანკს მაღაზიიდან გაუსვლელად მიმართოს. ”ელიტ ელექტრონიქსი” დღესდღეობით ტექნიკის ბაზარზე ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 35 მაღაზიას ფლობს. ”ელიტ ელექტრონიქსის” ქსელში 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. ცნობისთვის, კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 18 წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია თითოეულ ოჯახს. “ელიტ ელექტრონიქსი” საუკეთესო მომსახურებითა და ტექნიკის ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა. საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა, ტექნიკის განვადებით შეძენა, მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან, ყოველივე ეს განაპირობებს ,,ელიტ ელექტრონიქსის” დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. ”ელიტ ელექტრონიქსი” წლის ბოლომდე მომხმარებლებს კიდევ უამრავ სიახლეს შესთავაზებს. ასევე იგეგმება ინვესტიციების გაზრდა და კიდევ ერთი ახალი მაღაზიის გახსნა ქ. ბათუმში, სადაც წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე და კაფეტერია, აქვე შეძლებს მომხმარებელი შეიძინეთ მსოფლიო ბრენდების ოფიციალური საყოფაცხოვრებო ტექნიკა“, - აცხადებენ „ელიტ ელექტრონიქსში“.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)