|
2015-01-12 15:40:42, 4317 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში ებრაულ სკოლებზე დაცვა გამკაცრდება
საფრანგეთში 700-მდე ებრაულ სკოლაზე სამართალდამცავები დაცვას გააძლიერებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ მიიღო. „ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნევა, ერთ-ერთ ებრაულ სკოლაში მოსწავლეთა მშობლებსაც ესაუბრა და დაპირდა, რომ მათი შვილები უსაფრთხო გარემოში ისწავლიან. ამასთან, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და სამართალდამცავი ორგრანოების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის დროს ქვეყანაში უსფრთხოების ზომები და ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნაბიჯები განიხილეს. შეგახსენებთ, ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 12 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი, დაიჭრა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ორმა ეჭვმიტანილმა, ძმებმა შერიფ და საიდ კუაშებმა, მძევლად ერთი ქალბატონი აიყვანეს და თავი პარიზის ერთ-ერთ რედაქციას შეაფარეს, ხოლო მესამე ეჭვმიტანილი ამედი კულიბელი ქაშერულ მაღაზიაში შეიჭრა და 4 ადამიანი მოკლა. თუმცა პარიზში სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამივე ეჭვმიტანილი გარდაიცვალა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)