20:09 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 17:59:47, 2034 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: ვანდალიზმის გარდა, ეს რუსეთის სერიოზული პოლიტიკური სამხედრო ნაბიჯია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის  ფაქტს ეხმაურება.

ვოლსკის თქმით, ეს არა მხოლოდ ვანდალიზმი, სერიოზული სამხედრო პოლიტიკური აქტია, რომელიც მიუთითებს რუსეთის მიზნებზე, როდესაც ამ ტერიტორიის ოკუპაციას ახდენდა:

„ამის საშუალება მისცა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ამაზე აფრთხილებდა საერთაშორისო თანამეგობრობა და მიუთითებდა გარკვეულ გზებს, რათა არ დაშვებულიყო ასეთი ფაქტები, მაგრამ ეს გაფრთხილებები და საგზაო რუკა აბსოლუტურად იგნორირებული იქნა და დღეს ვართ ფაქტის წინაშე, როდესაც რუსეთი თავის სამხედრო პოლიტიკურ ყოფნას აძლიერებს სამხრეთ კავკასიაში, ვანდალიზმის გარდა ეს არის სერიოზული პოლიტიკური სამხედრო ნაბიჯი, რომელიც გათვლილია არა მარტო ადამიანის უფლებების დათრგუნვაზე, არამედ გაძლიერებაზე რეგიონალური სტრატეგიული პოზიციებისა”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვისაფხაზეთში რუსმა სამხედროებმა მე-19 საუკუნის ეკლესია და პოლონელთა სასაფლაო გაანადგურეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics