|
2017-01-10 13:52:37, 1814 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა მე-19 საუკუნის ეკლესია და პოლონელთა სასაფლაო გაანადგურეს
აფხაზეთში, სოფელ წებელდაში მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული ეკლესია და პოლონელთა სასაფლაო გაანადგურეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 2011 წელს ე.წ მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებების ჩასატარებლად, “თავდაცვის სამინისტროს” გადაეცა. "უწყების" განკარგულებით, რამდენიმე დღის წინ მომავალი პოლიგონის ტერიტორიაზე ეკლესია და სასაფლაო ბულდოზერით მიწასთან გაასწორეს. “სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის“ გრიგორი კალაიჯანის და აფხაზი „დეპუტატის“ გენადი შინკუბას განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნით, სამუშაოები დროებით შეჩერებულია. როგორც კალაიჯანმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის პოლიგონები საცხოვრებელი ადგილებიდან შორს უნდა იქმნებოდეს. მისივე თქმით, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე დიდი ხანია, სამხედრო სწავლებები იმართება, რაც სოფლის მცხოვრებლებისთვის საშიშროებაა და ზიანს აყენებს მათ სახლებს და საქონელს. ამასთან, სააგენოს ინფორმაციით, სამხედრო პოლიგონის მახლობლად ასევე მდებარეობს ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალი „წებელდის ციხესიმაგრე“, რომელსაც, სამხედრო სწავლებების გამო, განადგურების საფრთხე ემუქრება. ცნობისთვის, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში რეგისტრირებული ტაძარი, წებელდაში კომპაქტურად ჩასახლებულმა პოლონელებმა საბჭოთა კავშირის დროს ააგეს. იქვე იყო მათი სასაფლაოც. ეკლესიის ფუნდამენტი და ნანგრევების ფრაგმენტები შემორჩენილი იყო. ამ დროისთვის, ყველა სამუშაო შეჩერებულია. ძეგლის ბედი აფხაზეთის ე.წ. არქეოლოგიურ კომისიაში გადაწყდება. ჯერ უცნობია, თუ ვინ გასცა დანგრევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება და იყო თუ არა ის "უწყებებთან" შეთანხმებული.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)