|
2017-01-09 21:43:54, 2629 ნახვა
მსოფლიო
სირიაში, ერთ-ერთ სასამართლოსთან განხორციელებულ აფეთქებას, სულ მცირე 43 ადამიანი ემსხვერპლა
ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ააზაზში აფეთქებას სულ მცირე 43 ადამიანი ემსხვერპლა, ამის შესახებ BBC იუწყება. მათი ცნობით, აფეთქება ქალაქის სასამართლოს შენობასთან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სასამართლოს შენობასთან ავტოსადგომზე მდგარ მანქანაში იყო ჩამონტაჟებული. თურქული სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით კი ააზაზში აფეთქებას 60 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის რამდენიმე სირიელი ამბოხებული, დანარჩენი კი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ცნობისთვის, თურქეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ააზაზს სირიელი ოპოზიციონერები აკონტრლებენ. ქალაქი სირიის თავისუფალი არმიის მთავარი დასაყრდენია. შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ააზაზის დაკავება რამდენჯერმე სცადეს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)