07:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 10:20:09, 2043 ნახვა

სამართალი
შს მინისტრმა სოფელ დიღომში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სოფელ დიღომში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების ახალი შენობა გახსნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ წელს სიახლით იწყებს. ჩვენ გასულ წელს დაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კვლავ ვაგრძელებთ. დღეს სოფელ დიღომში პოლიციის ახალი შენობა გავხსენით. ყველა პოლიციელს კიდევ ერთხელ ვულოცავ შობა-ახალ წელს და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ. მჯერა, რომ ახალი შენობა მათ დაკისრებული მოვალეობების უფრო ეფექტიანად შესრულებისთვის დამატებით სტიმულს მისცემს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ დიღომში მდებარე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების ძველი შენობა თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა, ამიტომ შს სამინისტრომ გასულ წელს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო.

„პოლიციის ახალი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. მისი ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი და შშმ პირებზე ადაპტირებულია. ახლადაშენებულ შენობაში 22 უბნის ინსპექტორი და დეტექტივ-გამომძიებელი იმუშავებს“, - აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics