05:57 - 19 Aug, 2026
|
2017-01-08 16:22:54, 3049 ნახვა
მსოფლიო
Reuters: იერუსალიმში მომხდარ ტერაქტს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 15-მდე კი დაშავდა
იერუსალიმის ცენტრში, ძველი ქალაქის კედლებთან სატვირტო ავტომობილი ხალხში შეიჭრა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 15 კი მძიმედ დაშავდა - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 25 წლამდე ასაკის, 3 ქალი და 1 მამაკაცია. ამასთან, სხვა სააგენტოები ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ. როგორც BBC-ი წერს, ინციდენტის შედეგად 3 ჯარისკაცი დაიღუპა, სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ეს ტერაქტი იყო. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ სატვირთოს მძღოლს ცეცხლი გაუხსნა. მძღოლი სავარაუდოდ გარდაცვლილია. წინასწარი ცნობით, მძღოლი პალესტინელია, თუმცა მისი ვინაობას არ ავრცელებენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)