|
2015-03-27 11:01:51, 657 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტროში საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 9 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვლინდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 9 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვლინდა. აღნიშნულ ორგანიზაციებზე 12 გრანტი გადანაწილდა, რომელთა საერთო ღირებულებაც 340 000 ლარს შეადგენს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გრანტები 4 სარეინტეგრაციო მომსახურების დასაფინანსებლად გაიცა: სამედიცინო მომსახურებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პროფესიული სწავლება, სოციალური პროექტები, ანაზღაურებადი სტაჟირება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად, საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა გამოიყო, რომელიც გრანტის სახით არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება. „პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი განაცხადები, სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად, საგრანტო კომისიამ განიხილა, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროს,საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 9 არასამთავრობო ორგანიზაციიდან, 6 წარმოდგენილი იყო კოალიციური სახით. კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან: „მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება“ - რომლის შემადგენლობაშიც 6 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება, „საზოგადოებრივი დამცველი“, „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“. საგრანტო პროექტი მოიცავს თბილისს და საქართველოს რეგიონებსაც“,-აღნიშნულია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)