|
2017-01-05 15:28:23, 2806 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია
ახალი წლის ღამეს, სტამბოლში მდებარე ღამის კლუბ Reina-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახელი ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ეჭვმიტანილი ყირგიზეთის მკვიდრი, 28 წლის ლაქჰე მაშრაპოვია. არსებული ინფორმაციით, იგი გასული წლის ნოემბერში, თურქეთის ქალაქ კონიეში მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, მაშრაპოვი ტერორისტული საქმიანობით იყო დაკავებული. ამასთან, ყირგიზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, უწყება ქვეყნის მოქალაქის შესახებ მასალებს აგროვებს, რათა სტამბოლში ტერაქტთან კავშირი გადაამოწმოს. შეგახსენებთ, სტამბოლში მდებარე ღამის კლუბ Reina-ზე თავდასხმა ახალი წლის ღამეს მოხდა. შეიარაღებულმა ტერორისტმა ცეცხლი ჯერ კლუბის დაცვას გაუხსნა, შემდეგ კი შენობაში შევარდა სადაც 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი მძიმედ დაშავდა. თავდამსხმელი ამ დრომდე თავისუფალია. ცნობისთვის, ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)