|
2015-03-26 18:11:28, 521 ნახვა
საზოგადოება
გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 552 სტუდენტს 2014- 2015 სასწავლო წელი დაუფინანსდებათ
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 552 სტუდენტს 2014-2015 სასწავლო წელი დაუფინანსდება. შესაბამისი გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მისივე თქმით, ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ოთხასი ათასი ლარი გამოიყო. მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ დაფინანსება შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც აკრედიტებულ და ავტორიზებულ მიმართულებებზე სწავლობენ. „მთავრობის დადგენილებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2014-2015 სასწავლო წლის დაფინანსება მოხდება იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც აკრედიტებულ და ავტორიზებულ მიმართულებებზე სწავლობენ. ეს შეეხება სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ. ჩვენ ასეთი აქცია შარშანაც გავაკეთეთ, მათ დავუფინანსეთ 2013-2014 სასწავლო წლები , 2014- 2015 სასწავლო წლის დაფინანსებაზე კი საუბარია დაახლოებით 552 სტუდენტზე, ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ოთხასი ათასი ლარი გამოიყო“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ და აქვე აღნიშნა, რომ ეს დაფინასება ეხება როგორც ბაკალავრებს ისე მაგისტრებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)