|
2016-12-28 12:52:45, 2604 ნახვა
მსოფლიო
"ვარსკვლავური ომების" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, კერი ფიშერი გარდაიცვალა
ჰოლივუდის მსახიობი კერი ფიშერი ლოს-ანჯელესში 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, კერი ფიშერის ერთ-ერთი მთავარი როლი “ვარსკვლავურ ომებში” პრინცესა ლეია იყო. როგორც BBC წერს, რამდენიმე დღის წინ მსახიობი გულის შეტევით რონალდ რეიგანის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. კერი ფიშერი ლონდონიდან მიფრინავდა, როდესაც შეუძლოდ გახდა. პირველადი დახმარება მას თვითმფრინავში მყოფმა ექიმმა აღმოუჩინა, რის შემდეგაც მსახიობი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. შეგახსენებთ, რომ 1970-იან წლებში მსახიობმა მონაწილეობა მიიღო “ვარსკვლავური ომების” სამ ეპიზოდში, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. 2015 წელს მან ითამაშა ლეგენდარული ფილმის გაგრძელებაში. ცნობისთვის, 1980-იან წლებში მსახიობმა გამოსცა წიგნი, რომელშიც ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ თავის ბრძოლაზე წერდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)