|
2016-12-27 14:10:16, 2761 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით, ერთ-ერთი კაფეს დირექტორი დააკავეს
თურქმა სამართალდამცველებმა კაფეს დირექტორი დააკავეს, რომელიც ოპოზიციური გამოცემა Cumhuriyet-ის რედაქციაში მდებარეობს, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ცნობით, კაფეს დირექტორი სინოლ ბურანი პრეზიდენტის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. როგორც ბურანმა აღნიშნა, თუ მის კაფეში ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მივიდოდა, მას ჭიქა ჩაისაც არ დაალოევინებდნენ. სინოლ ბურანი შაბათს საღამოს დააკავეს. გაზეთის ადვოკატის თქმით, ორდერს ბურანის დაკავების თაობაზე ხელი 11 საათზე მოაწერეს, მაშინ როდესაც კაფეს დირექტორი 10 საათზე დააკავეს. ამასთან, მედიის ინფორმაციით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტახნის წინ აღიარა, რომ 10 ათასი ინტერნეტ მომხმარებელს უთვალთვალებდა. ცნობისთვის, თურქეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის მოქალაქეების დაკავება საკმაოდ ხშირად ხდება. ზაფხულში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ათასობით ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)