|
2016-12-25 16:57:51, 2476 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილს მიტარბის პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
ბაკურიანში მიტარბის კურორტის გახსნისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დიმიტრი ქუმსიშვილმა ძალიან ბევრი იმუშავა, რათა მიტარბის პროექტი რეალობა გამხდარიყო. პრემიერ-მინისტრმა ასევე წარმატება უსურვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც, მისი შეფასებით, ამიერიდან ბევრი მუშაობა მოუწევს ყველა იმ გეგმის განხორციელებისთვის, რომელიც მთავრობამ დააანონსა. „ეს იქნება ძალიან დიდი მომავლის დასაწყისი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში მზად იქნება კოხტა-მიტარბის კურორტის გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც, კურორტი კანონზომიერად განვითარდება და არ იქნება ქაოსური განაშენიანება კურორტი მიტარბი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალი, საქართველოში უპრეცედენტო მოდელია. ესაა 150-მილიონიანი ინვესტიციის განაწილება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, რომლის შედეგად, სახელმწიფომ ააშენა საბაგირო გზა, გაარემონტა გზები, ხოლო კერძო კომპანია "ჯიარდისი" ახორციელებს ინვესტიციებს სასტუმროების, აპარტოტელების, მაღაზიების, გასართობი ცენტრებისა და პარკინგების მშენებლობაში. (NS)
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)