00:40 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 20:36:19, 842 ნახვა

სამხედრო
ჯანელიძე ობამას მიერ ხელმოწერილ კანონზე: დოკუმენტი საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობას განსაზღვრავს

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობას, ასევე იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება 2017 წლის განმავლობაში, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას მიერ დღეს ხელმოწერილი კანონი ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ.

ჯანელიძის შეფასებით, ეს არის შედეგი 2016 წლის განმავლობაში ყველა შესაბამის ფორმატში ორმხრივი, ძალიან აქტიური ურთიერთობის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობას, ასევე იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება 2017 წლის განმავლობაში. ეს არის შედეგი ჩვენი ორმხრივი, ძალიან აქტიური ურთიერთობის 2016 წლის განმავლობაში ყველა შესაბამის ფორმატში, სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში პირველ რიგში. ასევე ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან, მეგობართა ჯგუფთან და ის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსადმი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც პირველ რიგში უკავშირდება საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, წარმატებულ სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას ყველა იმ სტრატეგიული მიმართულებით, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებას, მშვიდობას და საერთო ინტერესს იყოს მეტი სტაბილურობა და განვითარება რეგიონში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ აშშ-ის 2017 ფინანსური წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. კანონის თანახმად, აშშ-სა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა შეზღუდულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics