01:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 18:19:39, 863 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროში შშმ პირების უფლებების საკანონმდებლო დონეზე დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების საკანონმდებლო გარანტიების გაუმჯობესებაზე იმსჯელა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ სამუშაო ჯგუფის წევრების − განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების უფლებების დამცველი  ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან იმ პრობლემების შესახებ მოისმინეს, რომლებსაც შშმ პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებიან. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეროვნული კანონმდებლობით უკეთესად იყოს დაცული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა უფლებები. ამ მიზნით იგეგმება  საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის შემუშავება, რომელსაც ჯგუფის წევრები სამთავრობო უწყებებთან ერთად ერთობლივად მოამზადებენ, რის შემდეგაც პროექტი ფართო კონსულტაციებისათვის წარედგინება ყველა შშმ პირთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას თუ ექსპერტს. კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე პარლამენტის დეპუტატები, შესაბამისი ექსპერტიზის მქონე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
 
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები;  აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა გაერთიანებები: კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ყრუთა კავშირი, უსინათლოთა კავშირი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლების გაერთიანება და სხვ.
 
იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ჯამში, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 25 პირი მუშაობს. სამინისტროსა და მისი სამსახურების ადმინისტრაციულ შენობათა უმრავლესობა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. ეს მათ საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად გადაადგილდნენ და ისარგებლონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული საოფისე ინვენტარით.  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები სამინისტროს თანამშრომლებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პაკეტითაც სარგებლობენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics