04:12 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 16:37:02, 3373 ნახვა

მსოფლიო
ლიბიური ავიახაზების გატაცებული თვითმფრინავის სალონიდან მგზავრები გამოდიან

ლიბიური ავიახაზების გატაცებული თვითმფრინავის სალონიდან მგზავრები გამოდიან, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, გამტაცებლებმა განაცხადეს, რომ ბორტზე მძევლად თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს დაიტოვებენ.

მედიის ცნობით, ავიალაინერის ბორტზე 111 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ლიბიაში შიდა რეისს ასრულებდა, სავარაუდოდ გაიტაცეს და მალტის საერთაშორისო აეროპორტში დასვეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბორტზე 2 გამტაცებელია. ისინი თავის აფეთქებით იმუქრებიან. გამტაცებლების მოთხოვნები უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics