|
2016-12-22 12:13:32, 1118 ნახვა
რეგიონი
აჭარაში დღეს საუკეთესო ტურისტული ობიექტები დაჯილდოვდება
აჭარაში დღეს ტურიზმის ინდუსტრიის საუკეთესო სერვისის მქონე ობიექტები დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია „მაგნოლია 2016“ სასტუმრო ინტურისტში, საღამოს 7 საათზე დაიწყება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიებას ტურიზმის ინდუსტრიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის 200-მდე წარმომადგენელი დაესწრება. მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით „მაგნოლია 2016“ მეორედ ტარდება. ღონისძიების მიზანი რეგიონში ტურიზმის დარგის სტიმულირება და გაუმჯობესებაა. ღონისძიებაზე 10 ნომინაციაში დაჯილდოვდება საუკეთესო საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო, სასტუმრო, სასტუმრო-საოჯახო სახლი სოფლად, რესტორანი, ტურისტული ატრაქცია, მუზეუმი, გიდი, ტურისტული სააგენტო, ტურისტული მარშრუტი და ახალი ტურისტული პროდუქტი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გამარჯვებულები მომხმარებელთა კვლევისა და ტურიზმის სექტორის გამოკითხვების შედეგად გამოავლინა. მომხმარებელთა კვლევა პირისპირ და ონლაინ კვლევის მეთოდით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯამში 1200 ტურისტი/მომხმარებელი გამოიკითხა. კვლევა ასევე ითვალისწინებდა Trip Adviser-ზე, Booking.com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოვლენისას მომხმარებლის კვლევის გარდა ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების, გიდებისა და სატრანსპორტო კომპანიების შეფასებებიც გამოიყენა. საუკეთესოს გამოვლენისას დეპარტამენტმა ასევე გაითვალისწინა პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ შედეგები. დღეს, საღამოს კი გაირკვევა რომელ ტურისტულ ობიექტებს გააჩნია აჭარაში მომხმარებელთა/ტურისტთა მაღალი შეფასებები და ტურისტული სექტორის ნდობა. (NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)