02:32 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 14:49:03, 1996 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: სპეცსამსახურების დასუსტება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ნამდვილად არ წაადგება

„მსურს გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც დღეს განიხილება და მოითხოვენ კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლების  გაუქმებას“,-ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძემ თხოვნით მიმართა ყველა დაინტერესებულ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

„ვფიქრობ, რეგიონში და მსოფლიოში, ტერორიზმის რისკები  გაზრდილია და ბოლო დღეებში განსაკუთრებული სისასტიკით  ჩადენილი თავდასხმების და ტერორისტული აქტების მომსწრენი  ვართ.  ვფიქრობ ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება და მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვა საქართველოს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას  ჩვენი მოქალაქეეების და ევროპის უსაფრთხოებას  ნამდვილად არ წაადგება. ამიტომ მინდა ვთხოვო ყველა დაინტერესებულ მხარეს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს  და ერთი ხელის მოსმით ნუ დავუპირიპირდებით ისეთ რეგულაციებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ოჯახები უნდა დაიცვას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics